რონალდო

რონალდო: ფერგიუსონს ვუსურვებ, მისი გუნდები ყოველთვის აგებდნენ

მანჩესტერ იუნაიტედისა და მადრიდის რეალის საჩემპიონთალიგო მატჩის დაწყებამდე, ალექს ფერგიუსონმა შემდეგი სიტყვები თქვა: "კრიშტიანუ რონალდუ უკეთესია, ვიდრე ის ბებერი მსუქანი". შემდეგ ამ სიტყვებს დაამატა, რომ ამ ყველაფერს სიყვარულით ამბობდა, თუმცა ამით რონალდო ნაზარიოს ბრაზი ვერ ჩაახშო.

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ფერგიუსონს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე უპასუხა.

- მადრიდის რეალმა მას პირი ჩემ მაგივრად მოაკეტინა. ფერგიუსონის მხრიდან ეს საქციელი უპატივცემულობაა. პროფესიონალი, რომელიც დიდი ხანია ამ საქმეშია, ატარებს ინგლისის რაინდის ტიტულს, ასე არ უნდა საუბრობდეს, ეს არაელეგანტურია.

რონალდო ძალიან გაბრაზებული ჩანდა და ბოლოს უსურვა, რომ ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით მოთამაშე გუნდებს ყოველთვის წაეგოთ.

კომენტარები