ესპანეთის თასი

რეალმა ბარსელონა დაამარცხა და ესპანეთის თასის ფინალში გავიდა

მადრიდის რეალმა ესპანეთის თასის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში კატალონიური ბარსელონა დამაჯერებლად დაამარცხა - ანგარიშით 3:1. პირველ ტაიმში ანგარიში კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა, როდესაც მის მიერვე მოპოვებული თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა. შესვენების შემდეგ, პორტუგალიელმა ანხელ დი მარიას კარგი თამაშისა და კარლეს პუიოლის შეცდომის შემდეგ, შეხვედრაში დუბლი შეასრულა. ანგარიში გამანადგურებელი რაფაელ ვარანმა გახადა, როდესაც კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი კარში გადაგზავნა. კატალონიელებმა ხორდი ალბას გოლით უპასუხეს, რომელსაც საგოლე გადაცემა ანდრეს ინიესტამ გაუკეთა.

თასის ფინალში, რომელიც 18 მაისს გაიმართება, ჟოზე მოურინიოს გუნდი ატლეტიკო-სევილიას წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ 2 მარტს მადრიდელები და კატალონიელები სეზონში უკანასკნელ კლასიკოს მატჩში გაეჯიბრებიან ერთმანეთს. იქამდე სანამ ძალებს სანტიაგო ბერნაბეუზე მოსინჯავენ, ბარსა 25 ტურის შემდეგ რეალს 16 ქულით უსწრებს.

კომენტარები