საქართველოს სუპერთასი

საქართველოს სუპერთასის მფლობელი ზესტაფონი გახდა

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს სუპერთასის შეხვედრაში ერთმანეთს ზესტაფონი და გორის დილა დაუპირისპირდნენ.

მატჩის ძირითადი დრო უგულო ფრით დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში ზესტაფონმა 4:2 გაიმარჯვა და ტიტულს დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ ზესტაფონელებმა თასი ზედიზედ მეორედ მოიგეს.

 

დილა-ზესტაფონი 0:0 (0:0) (პ. 2:4)

გოლები (პ): გვალია, მოდებაძე - ბაბუნაშვილი, ღონღაძე, იელიჩი, გორგიაშვილი
გაფრთხილება: ბენაშვილი (38), პეტკოვი (50), მაისურაძე (50), ორიოლი (90), გვალია (90), სამუშია (107)
არბიტრი: გიორგი ჭანტურია

დილა: ბექა შეყრილაძე, კახაბერ ალადაშვილი, ალექსანდრე კვახაძე, გულვერდ თომაშვილი, დავით კვირკველია (კაპ.), ზურაბ არზიანი, ლაშა გვალია, ირაკლი მაისურაძე ,გიორგი კახელიშვილი, ლეონარდო რამოსი, ნათან ჟუნიორი (მოდებაძე 79)
მწვრთნელი:ვალდას ივანაუსკასი

ზესტაფონი: როინ კვასხვაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, ორიოლ ლოსანო ფარანი, გიორგი კაჭკაჭიშვილი, თეიმურაზ ღონღაძე, ალექს ბენაშვილი (დემელი 66), იგორ იელიჩი, დიმიტარ პეტკოვი (ბაბუნაშვილი 107), თორნიკე გორგიაშვილი, თორნიკე აფციაური (კაპ.) (სამუშია 82), ლევან კუტალია 
მწვრთნელი: კახა კაჭარავა

კომენტარები