საპარლამენტო უმცირესობა

ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა ნაციონალური მოძრაობა დატოვა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა საპარლამენტო უმცირესობა დატოვა. 

როგორც ხაჩირაშვილმა სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, გადაწყვეტილება ნაციონალურ მოძრაობასთან შეხედულებების თანხვედრის არარსებობის გამო მიიღო.

როგორც ცნობილია, ხაჩირაშვილი საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩება,

"ყველა ადამიანი გადაწყვეტილების მიღებისას თავისუფალია. მეც დავტოვე ნაციონალური მოძრაობა, ამავდროულად, ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა და საკრებულოში მუშაობას განვაგრძობ, როგორც რიგითი დეპუტატი. ამ გუნდთან ურთიერთობა დიდი ხანია მაკავშირებს, იქ ბევრი კარგი ადამიანი მუშაობს და მახსოვს ბევრი წარმატებული და ბევრი წარუმატებელი დღე მათთან ერთად, თუმცა მაშინ ჩვენ შორის იყო შეხედულებების თანხვედრა, დღეს კი ეს თანხვედრა აღარაა და მეც აღარ ვაპირებ კატა-თაგვობანას თამაშს", - აცხადებს ნიკოლოზ ხაჩირაშვილი.

კომენტარები