არჩევნები სომხეთში

სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

სომხეთში  საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 1988 საარჩევნო უბანია გაფორმებული, რომლებიც დილის 8 საათზე გაიხსნა. სომხეთის კანონმდებლობის მიხედვით, ხმის მიცემის უფლება მხოლოდ ქვეყანაში მცხოვრებ ამომრჩეველს აქვს. გამონაკლისები დაშვებულია მხოლოდ უცხოეთში აკრედიტებული დიპლომატებისა და მათი ოჯახებისთვის. ისინი ელექტრონულად მისცემენ ხმას, ასეთი სულ 243 ადამიანია. 

ქვეყნის პირველი პირის წოდებისთვის მოქმედი პრეზიდენტი, სერჟ სარგსიანიც იბრძვის, რომელსაც ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, გამარჯვების ყველაზე რეალური შანსი აქვს.  მისი ჩათვლით, სულ პრეზიდენტის პოსტზე 7 კანდიდატი იყრის კენჭს. 

სომხეთში პრეზიდენტს 5 წლის ვადით ირჩევენ. ერთსა და იმავე პირს, ადგილობრივი კანონის მიხედვით, პრეზიდენტობის უფლება ზედიზედ ორჯერ აქვს.

კომენტარები