ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ყოფილი პარლამენტარი გიორგი გოდაბრელიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, დაკითხვაზე დაიბარეს. გოდაბრელიძე საგამოძიებო სამსახურში მისვლას დღეს, 18:00 საათზე აპირებს.
გიორგი გოდაბრელიძისთვის უცნობია, თუ რასთან დაკავშირებით იბარებენ დაკითხვაზე.
როგორც ცნობილია, მინისტრის ყოფილი მოადგილე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მოწმის სტატუსით არის დაბარებული.