საგამოძიებო სამსახური

საკრებულოს დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან დაკითხვაზე დაიბარეს

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან, ნიკოლოზ ხაჩირაშვილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს.

როგორც ცნობილია, ხაჩირაშვილი საგამოძიებო სამსახურში, შპს თბილსერვის ჯგუფის საქმეზეა დაბარებული. თავად ხაჩირაშვილი მის დაბარებას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს.

შეგახსენებთ, ამავე საქმეზე თბილისის მერი გიგი უგულავა და მერიის სხვა მაღალჩინოსნებიც დაიკითხნენ.

კომენტარები