საპარლამენტო უმცირესობა

მარიკა ვერულაშვილმა ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა - რეგიონები” დატოვა

დეპუტატმა მარიკა ვერულაშვილმა საპარლამენტო უმცირესობა დატოვა. პარლამენტის ბიუროს მან განცხადებით დღეს მიმართა. ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა - რეგიონების” რიგების დატოვების შესახებ ვერულაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც 5 თებერვლით თარიღდება. ჯერჯერობით უცნობია, რატომ დატოვა ვერულაშვილმა ფრაქციის რიგები და რომელ ფრაქციას შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის 12 იანვარს გაკეთებული განცხადების მიხედვით, ვერულაშვილი იყო ერთ-ერთი დეპუტატთაგანი, რომელზეც ივანიშვილის ხელისუფლება „მეუღლის დაჭერის“ მუქარით „ზეწოლას“ ახორციელებდა, იმ მიზნით, რომ მას ნაციონალური მოძრაობა დაეტოვებინა.

 საპარლამენტო უმცირესობაში ამჟამად თავდაპირველი რაოდენობიდან - 65, დარჩენილია 55. 

კომენტარები