„ჩანერგილები“

დავით საგანელიძე: „ჩანერგილების“ საქმეს შსს შეისწავლის

ქართული ოცნების და უმრავლესობის წევრმა დავით საგანელიძემ „ჩანერგილების“ სია შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა. მისი თქმით, „ჩანერგილების“ პოლიტიკურ საქმიანობას ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო შეისწავლის.

„ეს გვარები მე, რა თქმა უნდა, მივაწოდე შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაგრამ გეტყვით, რომ მათ ჩემზე მეტი ინფორმაცია და გვარი აქვთ და შესაბამისი რეაგირებაც ექნებათ“, - განაცხადა საგანელიძემ.

„ჩანერგილების“ შესახებ პირველი განცხადება დავით საგანელიძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც ქართული ოცნების პარტიული ორგანიზაციების დაფუძნებისას რამდენიმე ქალაქში ინციდენტი მოხდა, ზოგან პარტიული კონფერენცია ჩაიშალა კიდეც. საგანელიძის თქმით, მან თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებთან ერთად მისული ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებიც ამოიცნო. საგანელიძის ამ განცხადებას ადრესატთა საპროტესტო აქციები მოჰყვა.

 

კომენტარები