აფხაზეთის რკინიგზა

ტიგრან სარქისიანი: გაგვახარა ივანიშვილის პოზიციამ აფხაზეთის რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით

სომხეთის პრემიერმინისტრმა ტიგრან სარქისიანმა რუსულ მედიასთან საუბრისას აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამას სომხეთისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. 

ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილა თუ არა სარქისიანმა ქართველ კოლეგასთან საუბრისას აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნის საკითხი, სარქისიანმა უპასუხა, რომ ამაზე საუბარი იყო და ის გაახარა ივანიშვილის პოზიციამ, მისმა დაინტერესებამ, გადაჭრას ეს პრობლემები. 

"აზერბაიჯანსა და თურქეთს ჩვენი საზღვრები ბლოკირებული აქვთ. საერთაშორისო სანქციები ართულებენ ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობას ირანთან და, რა თქმა უნდა, საქართველოს გავლით სარკინიგზო გზის აღდგენას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. სწორედ ამიტომ, საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრისას, ჩვენ გვერდი ვერ ავუარეთ ამ საკითხს. ჩვენ შორის ძალიან გულახდილი საუბარი შედგა და არ ყოფილა საკითხი, რომელზეც ორმხრივად ვერ შევთანხმდით ან ჩვენი პოზიციები ახლოს არ ყოფილიყო ერთმანეთთან. რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაში საქართველოც დაინტერესებულია. ცხადია, არსებობს უამრავი გადასაწყვეტი საკითხი, რომელსაც უცბად ვერ გადაჭრი", - აღნიშნა სარქისიანმა.

რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის აფ­ხა­ზე­თის გავ­ლით გახ­სნა­ზე უკა­ნას­კნე­ლი გან­ცხა­დე­ბა პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრმა ივა­ნიშ­ვილ­მა სომ­ხეთ­ში ვი­ზი­ტი­სას გა­ა­კე­თა. ივა­ნიშ­ვი­ლის თქმით, რკი­ნიგ­ზის აღ­დგე­ნა მას შე­საძ­ლებ­ლად მი­აჩ­ნია, თუმ­ცა სა­კით­ხის მოგ­ვა­რე­ბა მარ­ტი­ვი არ იქ­ნე­ბა რუ­სეთ­თან და "აფ­ხაზ ძმებ­თან" არ­ცთუ ისე ად­ვი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­მო. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბისადმი ინ­ტე­რე­სი გა­მო­ხა­ტა სომ­ხურ­მა მხა­რე­მაც.

ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი. სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, რკი­ნიგ­ზის გახ­სნის სა­კით­ხის დე­ო­კუ­პა­ცი­ის გა­რე­შე გან­ხილ­ვა "ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და ან­ტი­ქარ­თუ­ლი" აქ­ტია. 

აფ­ხა­ზეთ­სა და და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის სარ­კი­ნიგ­ზო მი­მოს­ვლა 90-ია­ნი წლე­ბის კონ­ფლიქ­ტის შემ­დეგ შეწ­ყდა. 2004 წელს რუ­სეთ­მა სარ­კი­ნიგ­ზო მი­მოს­ვლა შექ­მნა სოჭ­სა და სო­ხუმს შო­რის. 2004 წლის ბო­ლოს კი სე­პა­რა­ტის­ტულ რე­გი­ონ­თან რკი­ნიგ­ზა სო­ჭი-სო­ხუ­მის მო­ნაკ­ვეთ­ზე გახ­სნა. 

 

კომენტარები