მეფის საფლავი

ინგლისში რიჩარდ მესამის საფლავი აღმოაჩინეს

ინგლისში, ლესტერის ავტოსადგომის ქვეშ მდებარე საფლავი ინგლისის მეფეს, რიჩარდ III-ს ეკუთვნის. ჩონჩხის ავთენტურობა უკვე დაადასტურა ლესტერსის უნივერსიტეტში ჩატარებულმა დნმ-ის ტესტმა - ნაპოვნი ძვლები მონარქის შთამომავლების დნმ-ს დაემთხვა.

მთავარმა არქეოლოგმა რიჩარდ ბაკლიმ პრესას განუცხადა, რომ „ეჭვს გარეშე, ეს რიჩარდია“.

ძვლები, რომელიც 20-30 წლის მამაკაცს ეკუთვნის, 1445-1540 წლების პერიოდით თარიღდება. რიჩარდ III 1485 წელს, 32 წლის ასაკში, ბრძოლაში დაიღუპა. ჩონჩხს 10 დაზიანება აქვს, მათ შორის 8 - თავის ქალაზეა.

მონარქს ლესტერის კათედრალში დაკრძალავენ. ხელახალი დაკრძალვის ცერემონიალის შესახებ დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

 

კომენტარები