საპარლამენტო უმცირესობა

უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის სანაცვლოდ ორ პირობას აყენებს

საპარლამენტო უმცირესობა, უმრავლესობის მოწოდებას პასუხობს. უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარდაჭერის სანაცვლოდ, უმცირესობა ორ პირობას აყენებს.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, უმცირესობა იმ შემთხვევაში დაეთანხმება, თუ საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტში აისახება მათი ინიციატივა, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ურყეობას (ევროატლანტკური ინტეგრაციის მიმართულებით) შესახებ.

გარდა ამისა, უმცირესობა მოითხოვს კონსტიტუციის იმ მუხლის ამოქმედებას, რომელიც ეხება საკონსტიტუციო ქვორუმის 3/4-მდე გაზრდას. აღნიშნული პუნქტი 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს, თუმცა უმცირესობა მოითხოვს, რომ ''ოპოზიციაზე ზეწოლის თავიდან აცილების მიზნით'', ეს ნორმა დაუყოვნებლივ ამოქმედდეს. 

უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, პრეზიდენტს მთავრობის დათხოვნის უფლებამოსილება ეზღუდება.

შე­გახ­სე­ნებთ, დღეს ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცი­ე­ბის თავ­ჯდო­მა­რე­ებ­მა გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლეს, სა­დაც ოპო­ზი­ცი­ას სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­ბა­ტებ­ში იწ­ვე­ვენ.

 

კომენტარები