ჯანი ბუკიკიო

ჯანი ბუკიკიო: კონსტიტუცია აუცილებლად უნდა შეიცვალოს

პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურმა, ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს განცხადება გაავრცელა, რომელიც მან პრემიერთან შეხვედრაზე გააკეთა.

"აუცილებელია, შეიცვალოს კონსტიტუცია, რომ თავიდან იქნას აცილებული და მოხდეს ლიმიტირება სახელმწიფო მეთაურის ძალაუფლებისა, რომელიც აძლევს მას უფლებას, დაითხოვოს მთავრობა და აირჩიოს ახალი მთავრობა პარლამენტის თანხმობის გარეშე", -განაცხადა ჯანი ბუკიკიომ. 

ბუკიკიოს თქმით, არსებობს რიგი მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც სასწრაფოდ უნდა გატარდეს, ''რათა პარლამენტმა და მთავრობამ სტაბილურად იმუშაოს''.

შეგახსენებთ, პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჯანი ბუკიკიოს დღეს, მთავრობის კანცელარიაში შეხვდა.

 

 

კომენტარები