ვანო მერაბიშვილი

ვანო მერაბიშვილი: კანონიერი ქურდების გამოშვება კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, ე.წ. კანონიერი ქურდების  პატიმრობიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა და პრესკონფერენცია გამართა.

"მინდა ჩემი აღშფოთება დავაფიქსირო იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობისა და პარლამენტის გადაწყვეტილებით, ციხეებიდან უკვე დაიწყეს გამოსვლა "კანონიერმა ქურდებმა". იმ ფონზე, როცა ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, მკვეთრად გაუარესდა საქართველოში კრიმინოგენური მდგომარეობა და ამას თითოეული ჩვენთაგანი ვგრძნობთ, "კანონიერი ქურდების" გამოშვება კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

მერაბიშვილმა ხელისუფლებას გადამჭრელი ზომების მიღებისკენ მოუწოდა, რათა საქართველოში არ დაბრუნდეს ე.წ. კანონიერი ქურდების ბატონობა. 

"მე ვარ წინააღმდეგი, რომ საქართველომ დაკარგოს ის მონაპოვარი, რომელსაც მან წლების განმავლობაში მიაღწია. საქართველო იყო თავისუფალი "კანონიერი ქურდებისგან" და იყო უსაფრთხო ქვეყანა. არ მინდა, ჩემი ქვეყანა დაბრუნდეს ძველ, ბნელ დროში, როცა ჩვენი შვილების და ჩვენს საქმეებს არჩევდნენ კანონიერი ქურდები, იკრიბებოდა "ობშიაკი" და ისინი მართავდნენ არა მარტო კრიმინალურ სამყაროს, არამედ ეკონომიკას და ხშირად პოლიტიკაშიც ერთვებოდნენ. იმ ფონზე, როცა მიმდინარეობს დამსახურებული პოლიციელების გაშვება პოლიციიდან, ეს ფაქტი არის ძალიან საგანგაშო. ამიტომ მე მოვუწოდებ მთავრობას, მიიღოს გადამჭრელი ზომები, რათა საქართველოში არ დაბრუნდეს "კანონიერი ქურდების" ბატონობა და მათ არ განსაზღვრონ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამისთვის, მით უმეტეს იმ დიდი შეცდომების ფონზე, რომელიც ამ თვეებში დაუშვა, როცა უამრავი დამნაშავე გამოუშვა ციხიდან", - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

შეგახსენებთ, სა­ქარ­თვე­ლოს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ექ­ვსმა ე.წ. კა­ნო­ნი­ერ­მა ქურ­დმა, რომ­ლე­ბიც ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ პა­ტიმ­რო­ბი­დან, სა­ქარ­თვე­ლო უკ­ვე და­ტო­ვა. 

 

კომენტარები