ერედივიზია

ვიტესმა აიაქსს კაშიას ავტოგოლის მიუხედავად სძლია

 ჰოლანდიის ჩემპიონატში ცენტრალური დაპირისპირება არნემში, ადგილობრივ ვიტესსა და ამსტერდამის აიაქსს შორის გაიმართა.

მეხუთე ადგილზე მყოფი ვიტესის ფეხბურთელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და მეტოქე გუნდის მეკარე ვერმეერი რამდენჯერმე შეაწუხეს, თუმცა ანგარიში აიაქსმა გახსნა.

ამსტერდამელთა დანიელი ნახევარმცველის ლასე შონეს დარტყმულის შემდეგ, ბურთს ფეხი ქართველმა გურამ კაშიამ დაუხვედრა და ანგარიში გაიხსნა.

ვიტესის ფეხბურთელები ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდნენ, თუმცა შემდეგი ბურთი  კვლავ აიაქსის მოთამაშემ გაიტანა.

 გოლი ამჯერადაც დანიელი ფეხბურთელების აქტიურობას მოჰყვა: პოულსენის დარტყმული, კრისტიან ერიკსენს თავში მოხვდა და რიკოშეტით კარის ბადეში გაეხვია. 0:2.

ოთხი წუთის შემდეგ, ყოფილმა აიაქსელმა თეო იანსენმა ვიტესის გულშემატკივრებს იმედი ჩაუსახა, როდესაც ყოფილი გუნდის მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და ანგარიშში სხვაობა შეამცირა.

თერთმეთ წუთში, ფაქტობრივად იმავე ადგილიდან პატრიკ ვან აანჰოლტის ზუსტი დარტყმულის წყალობით, ანგარიში გათანაბრდა.

81-ე წუთზე ეკვადორელმა რენატო იბარამ მეკარეს ფეხებშორის გაუძვრინა ბურთი და ვიტესი წინ გაიყვანა.

საბოლოოდ, ანგარიში არ შეცვლილა. არნემის ვიტესმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ცხრილში მეოთხე პოზიციაზე აინაცვლა.

 

 

კომენტარები