ავსტრალიის ღია პირველობა

ვიქტორია აზარენკა ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულია

როგორც მოსალოდნელი იყო, ბელორუსმა ჩოგბურთელმა ვიქტორია აზარენკამ ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში, ჩინელ ლი ნას სძლია და ტიტული დაისაკუთრა. აზარენკამ მეტოქე სამ სეტში გაიმარჯგა, ანგარიშით 4:6, 6:4, 6:3. ლი ნამ პირველი სეტის მოგება შეძლო, თუმცა შემდეგ ტრავმა მიიღო და ორჯერ სამედიცინო ტაიმ-აუტიც აიღო.

ბელორუსმა აზარენკამ  მიყოლებით  მეორედ მოახერხა ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულის ტიტულის მოპოვება. 

კომენტარები