რეზოლუცია

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლით შეშფოთებულია

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, ევროპაში მედიათავისუფლების გარშემო, საქართველოს ახალი ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

"ასამბლეა წუხს, რომ გარკვეულ წევრ სახელმწიფოებში ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად მთავრობებმა შეცვალეს საზოგადოებრივი მაუწყებლობის მმართველები იმ მიზნით, რომ გავლენა მოახდინონ მაუწყებლობის პოლიტიკურ ორიენტაციაზე. ამ კუთხით განსაკუთრებით შემაშფოთებელია საქართველოს პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინადადება, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შეუერთოს მისი ცოლის საკუთრებაში მყოფ TV9-ს და საქართველოს მაუწყებლობის შესახებ კანონის ინიცირებული ცვლილება", - აღნიშნულია რეზოლუციაში.

ევროპის საპარლამენტო ასამბლეა საზოგადოებრივ მაუწყებელში ჩატარებულ ინსპექციებსაც ეხმაურება:

"ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში ჩატარებული რიგი ფინანსური ინსპექციების თაობაზე, რომელსაც მაღალი თანამდებობის პირებისაგან აგრესიული განცხადებები მოჰყვა, რაც მაუწყებლობის შესახებ კანონის წარმოდგენილი კონტროვერსიული ცვლილებების კვალდაკვალ ვითარდებოდა. ამ ნაბიჯებს წინ უსწრებდა პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება და სურვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის და TV9-ს გაერთიანების შესახებ, რომელიც მისი ცოლის კერძო საკუთრებაშია და ასევე მფლობელთა ცვლილებები ქართული მედიის კერძო სექტორში".

 

კომენტარები