ავსტრალიის ღია პირველობა

პირველი სენსაცია ავსტრალიის ღია პირველობაზე: შარაპოვა ლი ნასთან დამარცხდა

ავსტრალიის ღია პირველობაზე სენსაცია დაფიქსირდა. ჩინელმა ლი ნამ, რუსი მარია შარაპოვა ორ სეტში, იოლად 6-2, 6-2 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ჩინელმა ჩოგბურთელმა შარაპოვას მოწოდებაზე გეიმის მოგება ხუთჯერ შეძლო, საბოლოოდ დაპირისპირება ლოგიკურ შედეგამდე მიიყვანა და ტიტულის მოსაპოვებლად ბელარუს ვიქტორია აზარენკას დაუპირისპირდება.

"ფინალში, ყველა ინერვიულებდა. უბრალოდ უნდა დავტკბე ჩოგბურთის თამაშით. მოუთმენლად ველი ფინალს", - მატჩის შემდეგ განაცხადა ჩინელმა ჩოგბურთელმა.

ვიქტორია აზარენკამ დაძლია მძიმე ტრავმები და 6-1, 6-4 დაამარცხა ამერიკელი თინეიჯერი სლოუენ სტივენსი.

"საკმარისად გამოცდილი ვარ, იმისთვის რომ ემოციებს არ ავყვე, თუმცა როდესაც ვერ სუნთქავ, ეს უკვე პანიკის საფუძველს იძლევა. უბრალოდ ვერ მივხვდი რა მჭირდა", - ნამატჩევს აზარენკა შედარებით მშვიდი ჩანდა.

ნეკნის დაზიანების გამო, მოქმედ ჩემპიონს სამედიცინო ტაიმაუტის აღებაც კი მოუწია, თუმცა საბოლოოდ 19 წლის ამერიკელი კომფორტული ანგარიშით დაამარცხა და ფინალში გავიდა.

კომენტარები