პატრიარქის ვიზიტი

ილია მეორე: პუტინი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ძმებად დავრჩეთ

პატრიარქი

მოსკოვში ვიზიტით მყოფი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთისა და საქართველოს ძმებად დარჩენისთვის ყველაფერს გააკეთებს. კათოლიკოს-პატრიარქი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას სიტყვა "შეცდომით" აღწერს, ხოლო ბრალს არც საქართველოს სდებს და არც რუსეთს - "არამედ ცალკეულ პიროვნებებს".

"ჩემი ვიზიტის მიზანია დაიწყოს იმ შეცდომების გამოსწორება, რომელიც მრავლად დავუშვით. ვფიქრობ, გვეყოფა სიმამაცე და სიბრძნე იმისათვის, რომ ეს შეცდომები გამოვასწოროთ. მე მქონდა შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან და შევთანხმდით იმაზე, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. რუსეთის პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ძმებად დავრჩეთ. ის რაც მოხდა, არც რუსეთის ბრალია და არც საქართველოსი. ეს იყო ცალკეული პიროვნებების ბრალი. რა თქმა უნდა, ქართველები არიან გიჟები სიყვარულში და კეთილი საქმის კეთებაში, მხოლოდ ქართველს შეეძლო ეთქვა "შენი ჭირიმე" და "შენ გენაცვალე". მე მადლობას გიხდით ყველა აქ მყოფებს იმისათვის, რომ თქვენც გიყვართ საქართველო და ჩვენ ამას ვგრძნობთ. საქართველოსა და რუსეთს შორის სიყვარული იქნება სამუდამო", - განაცხადა ილია მეორემ მოსკოვში, მოქანდაკე ზურაბ წერეთლის სახელოსნოში ვიზიტისას.

კომენტარები