გალათასარაი

სნეიდერს გალათასარაის გულშემატკივრები ოვაციებით დახვდნენ

 ერთ დროს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს უესლი სნეიდერს გალათასარაის გულშემატკივრებმა სტამბოლში პომპეზური დახვედრა მოუწყვეს.

ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა უფრო მაღალი დონის ჩემპიონატებში თამაშს, თურქულ ლიგაში ასპარეზობა არჩია.

სნეიდერი 2009-10 წლებში მსოფლიოში გამორჩეულ ფეხბურთელად ითვლებოდა და თუმცა შემდგომ წლებში იმავე დონეზე თამაში ვეღარ შეძლო, წამყვანი ევროპული საფეხბურთო ლიგებიდან მრავალი კლუბი იწვევდა.

ინტერიდან ჰოლანდიელი ფეხბურთელის გადაბირება, გალათასარაის 7.5 მილიონი ევრო დაუჯდა. თავად სნეიდერი კი ხელფასის სახით წელიწადში 5.5 მილიონ ევროს მიიღებს.

კომენტარები