დიდი თეატრი

დიდი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს თავდამსხმელმა მჟავა შეასხა

დიდი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სერგეი ფილინი საავადმყოფოში მოათავსეს მას შემდეგ, რაც ნიღბიანმა პირმა სახეში მჟავა შეასხა. თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა ფილინი, საბალეტო ვარსკვლავი, მოსკოვის ცენტრიდან სახლში მიდიოდა. ЭХО Москвы-ის თქმით, მან მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო და ექვსი თვის განმავლობაში მკურნალობა დასჭირდება. სერგეი ფილინს, სავარაუდოდ, ბელგიის კლინიკაში გადაიყვანენ. ამ დროისათვის ექიმები მისი მხედველობის გადარჩენას ცდილობენ.   

როგორც დიდი თეატრის პრესსპიკერმა განაცხადა, სერგეი ფილინს დიდი ხნის განმავლობაში ემუქრებოდნენ. ერთი ვერსიით, თავდასხმა შესაძლოა დიდი თეატრის დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის ინტრიგების და კონფლიქტების შედეგი იყოს. 

 

 

კომენტარები