ზურაბ ჟვანია

ოქრუაშვილი: ჟვანია არ მოუკლავთ

ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია მე-9 არხის გადაცემა ახალკაცის მატრიცაში 18 იანვარს განაცხადა, რომ მზადაა, სამართალდამცავებს მისცეს ჩვენებები სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით.

წამყვანის კითხვას: „გაქვთ თუ არა რაიმე ინფორმაცია, რომელიც გამოძიებას შეიძლება გამოდგეს ზურაბ ჟვანიას საკითხის გარკვევაში?“, ოქრუაშვილმა უპასუხა, რომ დეტალურად ამ თემაზე საუბრისგან ჯერჯერობით თავს შეიკავებს.

„სამართალდამცველების წარმომადგენლებთან მქონდა ამ თემაზე საუბარი და, ალბათ, მომიწევს ჩვენების მიცემაც. ამის გამო ახლა დეტალებზე არ ვისაუბრებ“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა. თუმცა, იგი მიიჩნევს, რომ "ეს მკვლელობა არ იყო".

კომენტარები