ამნისტია

რუსი უფლებადამცველები: საქართველო პოლიტპატიმრების გარეშე აღსრულდა!

საქართველოში პოლიტპატიმრების სტატუსის მქონე პირების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რუსმა უფლებადამცველებმა განცხადება გაავრცელეს. 

"საქართველო პოლიტპატიმრების გარეშე აღსრულდა! 2013 წლის 13 იანვარს 190 ქართველი პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდა! საქართველო გახდა პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელმაც აღიარა პოლიტპატიმრების არსებობა და უარი განაცხადა მოქალაქეთა პოლიტიკური დევნის უფლებაზე! ეს მხოლოდ იმის გამო გახდა შესაძლებელი, რომ ოპოზიციამ მიაღწია მეტ-ნაკლებად სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, ამ არჩევნებში გამარჯვებას და ამის შედეგად ხელისუფლების შეცვლას. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ქვეყანა, რომელშიც არსებობენ პოლიტიკური პატიმრები (ამ ქვეყნის სს კოდექსში შესაბამისი მუხლის ფორმალურად არარსებობის მიუხედავად), არ შეიძლება ჩაითვალოს დემოკრატიულად'', - ნათქვამია განცხადებაში. 

როგორც რუსი უფლებადამცველები აცხადებენ, რუსეთს სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე და პოლიტპატიმრების გათავისუფლებამდე დიდი გზა აქვს გასავლელი და ამისთვის ''საქართველოს მსგავსად, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება სჭირდება''.

''ვულოცავთ გათავისუფლებულ ქართველ პოლიტპატიმრებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, საქართველოს ახალ ხელისუფლებას გონიერების, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის გზაზე დაბრუნებას", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ ლუდმილა ალექსეევა, სერგეი კოვალიოვი, ალექსი სიმონოვი, იური რიჟოვი და ერნსტ ჩორნი.

შეგახსენებთ, ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის ძა­ლა­ში შეს­ვლის შემ­დეგ, 13 იან­ვარს, სა­პა­ტიმ­რო 190-მა ადა­მი­ან­მა და­ტო­ვა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა.

კომენტარები