პრემიერმინისტრი

ბიძინა ივანიშვილი: კოჰაბიტაცია ვერ იქნება ხელოვნური

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს ხვდება. ამ ფორმატში მისი რიგით მეორე პრესკონფერენცია იმართება. 

როგორც ივანიშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, ქვეყანაში გაგრძელდება ''სამართლიანობის აღდგენის პროცესი და კოჰაბიტაცია ვერ იქნება ხელოვნური''.

"კოჰაბიტაცია ვერ იქნება ხელოვნური და არ უნდა გულისხმობდეს, რომ ჩვენ ვალდებულნი ვართ კრიმინალებთან დავამყაროთ ურთიერთობა და იმასაც დავამატებდი, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესს, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში, ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეაჩერებს ის ისტერიული გამონათქვამები ოპოზიციის მხრიდან, რომელსაც ისინი აქტიურად ახორციელებენ", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ის ოპონენტების განცხადებების ანალიზზე დიდ დროს აღარ დაკარგავს. 

''ოპონენტებს რაც შეეხება, წინასწარ მოგახსენებთ და ბოდიშსაც მოგიხდით, რომ მომავალში აღარ გავაკეთებ შორ და ღრმა განმარტებებს მათ გამონათქვამებზე, რამდენადაც ვერ მოახერხეს მათ კონსტრუქციულ რეჟიმში მუშაობა და პრაქტიკულად მიდის ჩემი შენ გითხარი - ის, რასაც აკეთებდნენ თვითონ და ახორციელებენ დღესაც, სურვილი აქვთ, რომ ჩვენს გუნდს გადმოაბრალონ. შესაბამისად, გამონათქვამები ძალიან ხშირად არის აბსურდული. მათზე მე საკმაოდ ბევრ დროს ვხარჯავდი, კიდევ მქონდა იმედი, რომ შეძლებდნენ კონსტრუქციულ რეჟიმში გადასვლას'', - აღნიშნა ივანიშვილმა. 

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების და ''განსაკუთრებით მათი ლიდერის'' გამონათქვამები იმდენ აბსურდს შეიცავს, რომ მისი მხრიდან ''სერიოზულ გამოხმაურებას და ანალიზს ვეღარ დაექვემდებარება''. 

 

 

კომენტარები