საპარლამენტო უმცირესობა

ამბროლაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა დატოვა

დღეს, 21 დეკემბერს, ამბროლაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ ოფიციალურად აცნობა პარლამენტის ბიუროს საკუთარი გადაწყვეტილება - ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დატოვების შესახებ.  
გოჩა ენუქიძე მერვე დეპუტატია, რომელმაც ახალ პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის რიგები დატოვა. 
შეგახსენებთ, რომ ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა უკვე დატოვა და დამოუკიდებელი ფრაქცია ჩამოაყალიბა ექვსმა მაჟორიტარმა. კიდევ ერთი ნაციონალი ფრაქცია ქართული ოცნება - კონსერვატორებში გაწევრიანდა.
ამ მომენტისთვის საპარლამენტო უმცირესობაში 57 დეპუტატია. პირველი ოქტომბრის არჩევნებში ნაციონალურმა მოძრაობამ 65 მანდატი მოიპოვა. 

კომენტარები