თავდაცვის სამინისტრო

ავღანეთში მყოფი ქართული სამშვიდობო კონტინგენტიდან ჯარისკაცი გაუჩინარდა

ავღანეთში მყოფი ქართული სამშვიდობო კონტინგენტიდან ჯარისკაცი გაუჩინარდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ჯარისკაცი ''გაურკვეველ ვითარებაში'' გაუჩინარდა. ოფიციალური ინფორმაციით, ის 19 დეკემბრის შემდეგ არ უნახავთ.

"ავღანეთში ქართული სამშვიდობო კონტინგენტიდან ჯარისკაცი ჯერჯერობით გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. მიმდინარეობს ქართველი სამხედროს ძიება-გადარჩენის ოპერაცია, რომელსაც ახორციელებს საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების სარდლობა. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია სამხედრო მოსამსახურის ოჯახი. ავღანეთში მყოფ ქართულ ქვედანაყოფებს მიღებული აქვთ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

როგორც უწყება იტყობინება, ''ძიება-გადარჩენის ოპერაციის ინტერესებიდან გამომდინარე'', ფაქტის შესახებ კონკრეტული დეტალები არ სახელდება.

კომენტარები