სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის აპარატმა პროკურატურიდან მაღალჩინოსანთა საქმეებზე მასალები გამოითხოვა

სახალხო დამცველის აპარატმა პროკურატურიდან ყოფილი შს მინისტრის, ბაჩო ახალაიას, გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, გიგი კალანდაძისა და შსს-ს გენინსპექციის ყოფილი უფროსის, თენგიზ გუნავას, საქმეებზე მასალები გამოითხოვა.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა.

უჩა ნანუაშვილის განმარტებით,  სახალხო დამცველის აპარატმა პროკურატურიდან მასალები  გახმაურებული დაკავებების დეტალურად შესასწავლად გამოითხოვა, იმ მიზნით, რომ "მაქსიმალურად მოკლე დროში სიმართლე გაირკვეს".

კომენტარები