დევნილთა სამინისტრო

დარახველიძე: ობიექტებში უკანონოდ შეჭრილმა დევნილებმა შენობები 5 დღის ვადაში უნდა დატოვონ

დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ განაცხადა, რომ სხვადასხვა ობიექტებში უკანონოდ შეჭრილმა დევნილებმა და სოციალურად დაუცველებმა, შენონები 5 დღის ვადაში უნდა დატოვონ.

მისი თქმით, დღეს მათ ამის შესახებ გაფრთხილება მიეცემათ და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ტერიტორიებს არ დატოვებენ, გამოყენებული იქნება შესაბამისი ზომები. 
"ჩვენ შევეცდებით მივაღწიოთ მათ მშვიდობიან გამოსვლას და იმედი მაქვს, რომ აუცილებელი არ იქნება პოლიციის ჩარევა", - განაცხადა დავით დარახველიძემ.
მინისტრის განმარტებით, 53 ობიექტზე უკანონოდ შეჭრილი ადამიანების რიცხვი 20 ათასამდე მერყეობდა, ამჟამად კი ასეთი 300-მდე ოჯახია. 

კომენტარები