რელიგიური დაპირისპირება

ივანიშვილი: მოვუწოდებ როგორც მართლმადიდებელ, ისე მუსლიმ მოქალაქეებს, არ აყვნენ პროვოკაციებს

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა რელიგიური დაპირისპირებების საკითხთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გაავრცელა.

''სრულიად შემაშფოთებელია ის ვითარება, რომელიც ამ ბოლო დროს შეიმჩნევა საქართველოს ზოგიერთ რაიონში - ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მართლმადიდებელი და მუსლიმანი ჩვენი თანამოქალაქეები. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ასეთი დაპირისპირება სრულიად უცხოა ჩვენი ხალხისათვის. ეს არ არის ქართული მოვლენა. საუკუნეების განმავლობაში მართლმადიდებელ ქრისტიანებთან სრულიად მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ სხვა რელიგიის წარმომადგენლები და ისტორიას არ ახსოვს რელიგიური ნიშნით დაპირისპირების თუნდაც ერთი შემთხვევაც კი. სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, ამ ბოლო დროს რელიგიური ნიშნით დაპირისპირების გახშირება აშკარად პროვოკაციის ნიშნებს ატარებს და საქართველოს სახელმწიფოს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად'', -აღნიშნულია განცხადებაში. 

ბიძინა ივანიშვილი მოუწოდებს მართლმადიდებელ და მუსლიმ მოქალაქეებს, ''არ აყვნენ პროვოკაციებს''.

"რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლება ყველა ამ ქვეყნის მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა და ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს ვინმესთვის ამ უფლების შეზღუდვას. სამართალდამცავი ორგანოები გამოიძიებენ თითოეულ კანონდარღვევას და უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც კანონსაწინააღმდეგოდ მონაწილეობს ამ სამარცხვინო დაპირისპირებაში. მინდა მოვუწოდო ჩვენს როგორც მართლმადიდებელ, ისე მუსლიმან მოქალაქეებს, თავი შეიკავონ და პატივი სცენ ჩვენი ქვეყნის ტრადიციას, რომლისთვისაც სრულიად უცხოა ასეთი დაპირისპირება, ნუ აყვებიან პროვოკაციებს და ნუ გახდებიან ყოვლად უღირსებო ქმედების მონაწილეები. როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვიღებ პასუხისმგებლობას და გპირდებით, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომელ კონფესიასაც არ უნდა მიეკუთვნებოდნენ ისინი, მშვიდობიანი თანაცხოვრების გარანტია ექნებათ", - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, სო­ფელ წინ­წყა­რო­ში რე­ლი­გი­ურ ნი­ა­დაგ­ზე კონ­ფლიქ­ტი ნო­ემ­ბრის ბო­ლოს და­იწ­ყო. ად­გლობ­რივ­მა ეკო­მიგ­რან­ტებ­მა სვა­ნე­თი­დან, თა­ნა­სოფ­ლელ ეკო­მიგ­რან­ტებს აჭა­რი­დან სიტ­ყვი­ე­რი შე­უ­რაც­ხყო­ფი­თა და ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით მუს­ლი­მუ­რი სამ­ლოც­ვე­ლოს და­ხურ­ვა მოს­თხო­ვეს. კერ­ძო სახ­ლში სამ­ლოც­ვე­ლო უკ­ვე მე­სა­მე თვეა მოქ­მე­დებს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სოფ­ლი­დან მუს­ლი­მე­ბის გა­ძე­ვე­ბით იმუქ­რე­ბი­ან.  რამდენიმე ხნით ადრე, ანალოგიური სახის კონფლიქტი წარმოიშვა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტეის სოფელ ნიგვზიანშიც.

კომენტარები