სახალხო დამცველი

საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველად მხარს უჩა ნანუაშვილს დაუჭერს

"საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველად მხარს უჩა ნანუაშვილის კანდიდატურას დაუჭერს", - განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა და უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა კობახიძემ.

უჩა ნანუაშვილი ადამიანის უფლებების სფეროში ძალიან დიდ სიტყვას იტყვის, - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ  მისი შეფასებით,  უჩა ნანუაშვილი საკმაოდ კვალიფიციური ომბუდსმენი იქნება.
"საკმაოდ რთული იყო გადაწყვეტილების მიღება. ღირსეული კანდიდატები იყვნენ. პოლიტიკურად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უჩა ნანუაშვილი არის ის კანდიდატი, რომელიც იქნება საკმაოდ კვალიფიციური სახალხო დამცველი და ადამიანის უფლებების სფეროში ძალიან დიდ სიტყვას იტყვის", - აღნიშნა კობახიძემ. 
საპარლამენტო უმრავლესობა უჩა ნანუაშვილს დახურულ ფორმატში დღეს შეხვდა. მან შეხვედრაზე დეპუტატებს საკუთარი ხედვა და ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში, სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები გააცნო. 

აქამდე ცნობილი იყო, რომ უმრავლესობა სახალხო დამცველის პოსტზე მხარს ნინა ხატისკაცის კანდიდატურას უჭერდა. 

 

კომენტარები