საქართველო-რუსეთი

კარასინი: სააკაშვილი ისევ პრეზიდენტია, ამიტომ საქართველოს ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ

მოსკოვში საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან კონტაქტების გაფართოებას არ გამორიცხავენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა.

"პირველ რიგში, ჩვენ ჟენევის დისკუსიის დროს ახალი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან კონტაქტი უკვე გვქონდა. როდესაც დავაკვირდებით, თუ რეალურად როგორ განვითარდება მოვლენები თბილისში, რადგან იქ არც ისე სიმშვიდეა, როდესაც მივხვდებით, როგორ უნდა ვითანამშრომლოთ, არ გამოვრიცხავ, არსებული კონტაქტები გაფართოვდეს. თუმცა ეს საკითხი დღევანდელ დღის წესრიგში არ დგას", - აღნიშნა კარასინმა.

მისი განცხადებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობა ძალზე დაძაბული იყო. "პრეზიდენტი სააკაშვილი კვლავაც რჩება საქართველოს პრეზიდენტად. ამიტომ ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური უფლება, დავაკვირდეთ, გავაანალიზოთ სიტუაცია და მას შემდეგ ვიმოქმედოთ იმის შესაბამისად, რა იქნება უკეთესი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისათვის", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ ინტერფაქსთან საუბრისას.

 

კომენტარები