ბრიუს ჯექსონის განცხადება

ბრი­უს ჯექ­სო­ნი და­პა­ტიმ­რე­ბე­ბის პრო­ცესს ეხ­მა­უ­რე­ბა

მარ­შა­ლის ფონ­დში,  აშშ–ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მა­ია ფან­ჯი­კი­ძე ამე­რი­კელ კონ­გრეს­მე­ნებს და ექ­სპერ­ტებს შეხ­ვდა. 

შეხ­ვედ­რის დროს აშშ-ის კონ­გრე­სის გარ­და­მა­ვა­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ბრი­უს ჯექ­სო­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე და­პა­ტიმ­რე­ბე­ბის პრო­ცესს გა­მო­ეხ­მა­უ­რა და გა­ნაც­ხა­და, რომ გა­მო­ძი­ე­ბე­ბის ასეთ მოკ­ლე ვა­და­ში დას­რუ­ლე­ბა გარ­კვე­ულ ეჭ­ვებს იწ­ვევს.

"ცხადია, რომ 23 ადამიანის ციხეში აღმოჩენა პირველი 2 თვის განმავლობაში შეუძლებელია. გამოძიების დასრულება მოკლე პერიოდში არ არის შესაძლებელი და ის ხანდახან წლებიც გრძელდება. ბევრმა გამოცემამ, New York Times-მა, Washington Post-მა, Financial Times-მა და ამ კვირაში  Economist-მაც გამოხატეს წუხილი ამ მიმართულებით. პირველ რიგში ჩვენ გვინდა ახალი მთავრობისგან დავინახოთ პასუხისმგებლობა, რომ მიჰყავს პროცესი პიროვნებების უფლებების სრული დაცვით. უცხოელ პარტნიორებს არ უნდათ კვლავ საარჩევნო რიტორიკის მოსმენა," - გა­ნაც­ხა­და ჯექ­სონ­მა რუსთავი 2–ისთვის მიცემულ ინტერვიუში.  

კომენტარები