ბრაზილიის ეროვნული ნაკრები

ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელად ლუიშ ფელიპე სკოლარი დაინიშნა

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელის ვინაობა უკვე ოფიციალურად ცნობილია. მსოფლიოს ხუთ გზის მსოფლიო ჩემპიონებს, ლუიშ ფელიპე სკოლარი გაწვრთნის. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ მანო მენეზეში პოსტიდან გასულ კვირას გადააყენა .

სკოლარის ტექნიკური ასისტენტი კარლოს ალბერტო პერეირა იქნება, რომლის თავკაცობითაც ბრაზილიელები 1994 წელს მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. დიდი ფილი, როგორც მას ხშირად უწოდებენ, ბრაზილიელთა მთავარ ნაკლებს 2002 წელს ედგა სათავეში და საკმაოდ წარმატებულად - მისი ხელმძღვანელობით,  ყვითლებმა კორეა-იაპონიაში ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვეს.

სავარაუდოდ პირველ შეხვედრას დიდი ფილის ხელმძღვანელობით, ხუთ გზის მსოფლიო ჩემპიონები თებერვალში, ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ, სტუმრად გამართავენ.

კომენტარები