შსს

ყოფილი პოლიციელი ლაშა კურტანიძე დაკავებულია

ყოფილი პოლიციელი ლაშა კურტანიძე, რომელიც 2012 წლის ივნისში პოლიციელების განწყობებისა და შეხვედრების ფარულად გადაღებაში დაადანაშაულეს, დაკავებულია.

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, მათ მთავარმა პროკურატურამ მიმართა და აცნობა, რომ ,,აღნიშნული პირი დაკავებულია’’, შესაბამისად, ინტერპოლის ძებნილთა სიიდან კურტანიძის გვარი ამოღებულია.

ყოფილ პოლიციელ ლაშა კურტანიძეზე ძებნა 2012 წლის 16 ივნისს გამოცხადდა. შსს-ს მიერ იმ დროისთვის გავრცელებული განცხადების თანახმად, კურტანიძე მოქალაქე ზაზა ჭელიძემ  3 ათასი დოლარის სანაცვლოდ მოისყიდა და პოლიციელების განწყობებისა და შეხვედრების ფარული გადაღება დაავალა, ხოლო თავად ჭელიძემ კურტანიძისთვის გადასაცემი თანხა კოალიცია ქართული ოცნების წევრისგან, ირაკლი სესიაშვილისგან მიიღო. 

 

კომენტარები