გალფი

დავით იაკობაშვილმა გალფში საკუთარი წილი გაზარდა

კომპანია გალფმა ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის მიერ კომპანიაში საკუთარი წილის გაზრდასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. 

"ცნობილმა ბიზნესმენმა და ფილანთროპმა ბატონმა დავით იაკობაშვილმა, რომელიც კომპანია გალფის უმსხვილესი აქციონერია, ბოლო პერიოდში თავისი აქციათა პაკეტი კიდევ უფრო გაზარდა", - ნათქვამია განცხადებაში. 

დავით იაკობაშვილის სახელს უკავშირდება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია Wimm-Bill-Dann-ის დაარსება, რომლის აქციებიც 2002 წელს ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე გაიტანეს.  იაკობაშვილი AFK SISTEMA-ის დირექტორთა საბჭოს წევრია, რომელიც წამყვანი ტელეკომუნიკაციების კომპანია MTS-ისა  და სანავთობო კორპორაცია Bashneft-ის მფლობელია.  

2011 წლიდან ბიზნესმენმა გალფის განვითარებაში 62 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია ჩადო. 

 იაკობაშვილი საქართველოში თავის ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს: "მე წარმოშობით საქართველოდან ვარ. მე მწამს და მჯერა, რომ საქართველოს დიდი მომავალი აქვს და მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო ქვეყნის განვითარების პროცესში. ვაპირებ ინვესტიციების გაგრძელებას და ამ კონტექსტში ახალი პროექტების განხილვას. ასევე მსურს, არსებულთან ერთად, საზოგადოებრივი მნიშვნელობის საქველმოქმედო პროექტებში მივიღო მონაწილეობა", - ამბობს იაკობაშვილი.

კომენტარები