შსს-მ ნინოშვილის ქუჩაზე, რუსულ ეკლესიასთან მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილ ნიკოლოზ ხუბაშვილის აღიარებითი ჩვენება გაავრცელა.
ჩიქობავას მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 1955 წელს დაბადებული ნიკოლოზ ხუბაშვილი აცხადებს, რომ მან შელაპარაკების დროს "მაკაროვის" იარაღი გამოიყენა.
მისი თქმით, ეკლესიაში სანთლების დასანთებად შეიარა, რა დროსაც შეამჩნია ჩიქობავას მანქანა. ხუბაშვილის განცხადებით, მას საცხოვრებელ ბინასთან დაკავშირებით ჰქონდა დავა გარდაცვლილთან. "მან დამიწყო გინება, მეც ვერ მოვითმინე და ვესროლე", - აღნიშნა ხუბაშვილმა აღიარებით ჩვენებაში.
სოსო ჩიქობავა გუშინ საღამოს, ნინოშვილის ქუჩაზე, რუსული ეკლესიის უკან საკუთარ ავტომანქანასთან ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, ჩიქობავას ექვსი ტყვია აქვს მოხვედრილი. გარდაცვლილის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.




