ოკუპაციის მუზეუმი

იური მეჩითოვი: ოკუპაციის მუზეუმის დასახელება და არსი აბსურდია

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ, იური მეჩითოვმა მაესტროს პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა, სადაც საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის შესახებ ისაუბრა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ოკუპაციის მუზეუმის ,,არსი და დასახელება აბსურდია“. მისი განმარტებით, ოკუპაციის მუზეუმი არ უნდა გაუქმდეს, მას სახელი უნდა შეეცვალოს.

,,უნდა იყოს საბჭოთა პერიოდის მუზეუმი. მე მიცხოვრია იმ პირობებში და ოკუპაციას მხოლოდ ის საშინელი და შემზარავი არ მოჰყვებოდა. 1924, 1937, 1956 და 1989 წლებზე გაჩერება არ ღირს. იმ პერიოდში სხვა ცხოვრებაც სუფევდა“, - განაცხადა იური მეჩითოვმა.

როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, კულტურის სფეროში ,,ბევრი სხვა საქმეა გასაკეთებელი და მუზეუმის საკითხი ჯერ არ განიხილება“.

კომენტარები