ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი

ესტონეთმა ქართულ მხარეს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის აღიარების შესახებ აცნობა

ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ესტონეთის მიერ სამგზავრო დოკუმენტად აღიარების შესახებ, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ქართულ მხარეს ოფიციალურად აცნობა.
ესტონეთის საგარეო უწყების 12 ნოემბრის ნოტაში ნათქვამია, რომ სამინისტრომ მიიღო ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ნიმუში, თანდართული ინფორმაცია და აღნიშნული დოკუმენტი აღიარებულია ესტონეთში მგზავრობისთვის ვალიდურ დოკუმენტად.
ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი და ნეიტრალური პირადობის მოწმობა წარმოადგენს ჰუმანიტარული ხასიათის საბუთს, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობას საზღვარგარეთ თავისუფლად გადაადგილებისა და სოციალური სერვისების მიღების საშუალებას აძლევს.
შეგახსენებთ, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ამ დროისათვის აღიარებულია იაპონიის, ჩეხეთის, ლატვიის, ლიტვის, სლოვაკეთის, აშშ-ის, ბულგარეთის, პოლონეთის, ისრაელისა და ესტონეთის მიერ.

კომენტარები