საქართველო-ყაზახეთი

ყაზახეთი მზადაა ხორბალი და ნავთობი ევროპაში საქართველოს გავლით გადაზიდოს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური ყაზახეთის დიპლომატიური მისიის საქმეში დროებით რწმუნებულს, ადილ ტურსუნოვს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ადილ ტურსუნოვმა განაცხადა, ყაზახეთი მზადაა, თავისი ნავთობი და ხორბალი ევროპაში საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით გადაზიდოს, იმ შემთხვევაში, თუ ,,ტრანსპორტირების საფასური კონკურენტუნარიანი იქნება.''

,,ივარაუდება, რომ ამ ტვირთების ნაწილი აქტაუ-ბაქო-თბილისის (საქართველოს პორტების) საშუალებით გადაიზიდოს. სწორედ ამიტომ კომპანია ყაზტრანსოილი ბათუმის პორტის მფლობელი უკვე გახდა", - აღნიშნა ადილ ტურსუნოვმა.

მისი განმარტებით, ბათუმის პორტის მეშვეობით ვაჭრობამ, შესაძლოა ისტორული როლი შეასრულოს ყაზახეთსა და სამხრეთ კავკასიის ურთიერთობებში.

კომენტარები