ნიგვზიანი

სოფელ ნიგვზიანში სიტუაციის დაძაბვის საფრთხე არსებობს

სოფელ ნიგვზიანში ადგილობრივი მოსახლეობა მუსლიმთა სამლოცველოსთან ახლოს ჯვრის აღსამართად შეიკრიბა. მათი მოთხოვნები კვლავ უცვლელია. ადგილობრივი მუსლიმების საჯარო ლოცვას მართლმადიდებელი მრევლი უკვე მესამე კვირაა ეწინააღმდეგება.

შეთანხმების მიხედვით, მუსლიმებმა ადგილზე ლოცვა უნდა განაგრძონ, თუმცა ნიგვზიანის არამუსლიმი მოსახლეობა ამას ეწინააღმდეგება. მუსლიმური რელიგიური ტრადიციის მიხედვით, პარასკევი ჯუმა დღეა, როცა მუსლიმებმა ერთად უნდა ილოცონ. ლოცვა ორის ნახევრისთვის არის დაგეგმილი, რასაც შესაძლოა კვლავ მოყვეს რელიგიური უმცირესობის აღმსარებლობის თავისუფლების ხელყოფა.

კომენტარები