საქართველო-აშშ

ბიძინა ივანიშვილმა ბარაკ ობამას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბარაკ ობამას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ივანიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების მეორე ვადით არჩეულ პრეზიდენტს წარმატებები უსურვა და ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა იმ წვლილისთვის, რომელიც მან აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავებაში შეიტანა.

წერილში ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველო, როგორც აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, მომავალშიც ჩართული იქნება გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებთან ბრძოლაში.  

კომენტარები