2013 წლის ბიუჯეტი

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გარე განათება გამორთო

2013 წლის ბიუჯეტის პროექტით, რომელიც საქართველოს ახალმა მთავრობამ პარლამენტში 5 ნოემბერს შეიტანა, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გამოყოფილია 9 230 000 ლარი. 2012 წელთან შედარებით, ადმინისტრაციას 5 მილიონი ლარით შეუმცირდა დაფინანსება.
პრეზიდენტის პრესსპიკერი, მანანა მანჯგალაძე აცხადებს, რომ საბიუჯეტო დაფინანსების შემცირების გამო, ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განათება გამორთოს. 
„ძირითადი ხარჯები ეხება გარე განათებას, რაც თავის მხრივ ჩვენი დედაქალაქის გალამაზებას ემსახურებოდა, მაგრამ ახალი ბიუჯეტის გამო, რაც ითვალისწინებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის ხარჯების  შემცირებას, იძულებულები ვართ, განათება გამოვრთოთ“, - განმარტა მანჯგალაძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის საბიუჯეტო დაფინანსების გარდა, შემცირდა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიც. 2012 წელს ფონდი ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარით დაფინანსდა. მომდევნო წლისთვის მისი მოცულობა 10 მილიონი ლარით განისაზღვრა.  

კომენტარები