რუსეთი

მოსკოვში ნაციონალისტებმა მსვლელობა გამართეს

მოსკოვში და რუსეთის რამდენიმე ქალაქში 4 ნოემბერს ტრადიციული „რუსული მარში“ ჩატარდა. დედაქალაქში, პოლიციის ცნობით, მანიფესტაციაში ექვსი ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

აქციის დაწყებამდე პოლიციამ ნაცისტური სიმბოლიკის ტარებისთვის 25 ადამიანი დააკავა. ნაციონალისტები აქციაზე ანტიგლობალისტურ, ანტიისლამურ და ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებდნენ. რამდენიმეჯერ გამოიყენეს პიროტექნიკური რაკეტები და საკვამლე მაშხალები.

„რუსული მარშის“ დასრულების შემდეგ მოსკოვის ცენტრში ანტიფაშისტების მიტინგი დაიწყო. ორი აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლაც მოხდა.

 

კომენტარები