პენიტენციური პოლიტიკა

თეა წულუკიანი: უვადო პატიმრობა შეიძლება ბოლომდე არ იყოს უვადო

გუშინ საღამოს, 3 ნოემბერს, ტელეკომპანია რუსთავი 2–ის ეთერში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უვადო პატიმრობასთან დაკავშირებით ქვეყნის ახალი პოლიტიკა ჩამოაყალიბა. 
მან აღნიშნა, რომ უვადო პატიმრების მიმართ საქართველოს სჭირდება განსაკთრებული პენიტენციური პოლიტიკა, რაც ქვეყანას ამ ეტაპზე არ გააცნია.
„ეს არ ნიშნვს იმას, რომ ყველას სასჯელი უნდა გადაიხედოს და გადაკეთდეს ვადიან პატიმრობად. მაშინ ხელი უნდა ავიღოთ დანაშაულთან ბრძოლაზე. ყველა პატიმრის საქმე, თუ ის უკანონოა, ან ბრალი არ უმტკიცდება, უნდა გადაიხედოს. განსაკუთრებული აქცენტი უვადო პატიმრებზე უნდა გაკეთდეს“, – აღნიშნა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ყველა უვადო პატიმარმა უნდა იცოდეს, რომ მომავალში აქვს გათავისუფლების პერსპექტივა.
„ოცი, ოცდახუთი და ოცდაათწლიანი სასჯელი სავალდებულოა უვადო პატიმრობის შემთხვევაში, ამის მერე, თუ ისინი კარგად იქცევიან, ევროპული ქვეყნები მათ ათავისუფლებენ. უვადო პატიმრობა არ უნდა გაუქმდეს. ეს ჩვენს ქვეყანაში სასჯელის უმაღლესი ზომაა და ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა. მთავარი პრინციპი უნდა იყოს ის, რომ ყველა უვადო პატიმრობა შეიძლება ბოლომდე არ იყოს უვადო “, – აცხადებს თეა წულუკიანი.

კომენტარები