რუსთავის ციხე

რუსთავის მე-16 ციხეში პატიმართა უმრავლესობამ შიმშილობა შეწყვიტა

რუსთავის მე-16 ციხეში პატიმართა უმრავლესობამ დირექტორის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა. 14 პატიმარი მაინც აგრძელებს შიმშილობას. დარჩენილი მოშიმშილეების ნაწილი სასჯელის ჯანმრთელობის გამო გადავადებას, ნაწილი კი კარცერიდან ზონაზე გადაყვანას ითხოვს. პატიმრები ასევე ციხის ძველი ადმინისტრაციის წარმომადგენლების სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვენ. 

2 ოქტომბერს მე-16 დაწესებულებაში გენერალური ინსპექცია შევიდა, თუმცა ციხის დირექტორს უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე მოუწია. აბურჯანიას თქმით, ის შეურაცხყოფილია და მან სისტემიდან წასვლის შესახებ პატაკი დაწერა. 

კომენტარები