ჭიათურის სამთოგამამდიდრებელი კომბინატის მუშათა დიდი ნაწილი სამუშაოს დაუბრუნდა, ამის შესახებ კომპანია ჯორჯიან მანგანეზი თავის განცხადებაში საუბრობს. კომპანიის თქმით, მათ დაქირავებულებთან კონსენსუსს მიაღწიეს.
"ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, ჭიათურის სამთოგამამდიდრებელი კომბინატის მუშა მოსამსახურეები და კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაცია მივიდნენ კონსენსუსამდე, რის შედეგადაც, გუშინ პირველ ნოემბერს ჭიათურის სამთოგამამდიდრებელი კომბინატის მუშა მოსამსახურეთა მეტმა წილმა მიიღო გადაწყვეტილება დაბრუნებოდნენ თავიანთ სამუშაო ადგილებს.
ამ ეტაპზე, შუხრუთისა და სტალინის მაღაროებში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, ხოლო სხვა დანარჩენ მაღაროებში, სადაც გუშინ აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა, უკვე მიმდინარეობს მადნის მოპოვების პროცესი", - ნათქვამია ჯორჯიან მანგანეზის განცხადებაში.
სამუშაოები არ აღდგენილა ითხვისის მაღაროში.