კანცელარია

მთავრობის კანცელარიის უფროსად მაია ცქიტიშვილი დაინიშნა

მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელად მაია ცქიტიშვილი დაინიშნა. 

მაია ცქიტიშვილი თანამდებობაზე დანიშვნამდე საზოგადოებრივ მოძრაობა ქართულ ოცნებაში მუშაობდა.

მთავრობის კანცელარიის უფროსის თანამდებობა პრემიერმინისტრ ვანო მერაბიშვილის დროს გაუქმდა, ხელმძღვანელის ფუნქციებს თავად პრემიერმინისტრი ითავსებდა. 

ვარდების რევოლუციის შემდეგ სახელმწიფო კანცელარიის უფროსის თანამდებობა პეტრე მამრაძეს, 2008 წლიდან კი კახა ბენდუქიძეს ეკავა.

 

კომენტარები