არჩევნები ლიტვაში

ლიტვის პრეზიდენტმა ახალ მთავრობას ვეტო დაადო

როგორც საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი წერს, ლიტვის პრეზიდენტმა სავარაუდო კოალიციური მთავრობა დაბლოკა იმ მოტივით, რომ კოალიციის წევრი სამი პარტიიდან ერთ-ერთი არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს და ამდენად, ქვეყნის მართვისთვის შესაფერი არ იყო. პრეზიდენტის გადაწყვეტილება ბევრისთვის მოულოდნელი იყო. საუბარია იმაზეც, რომ უახლოეს მომავალში შეიძლება განსხვავებული მთავრობის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს. Reuters-ი წერს, რომ არჩევნებმა მემარცხენე ცენტრისტულ პარტიებს შესაძლებლობა მისცა კოალიცია შეექმნათ. მათი არჩევნებში წარმატების მიზეზი პროგრამა გახდა, რომელიც ხალხს ქამრების შემოჭერის მკაცრი პოლიტიკის გავლენის შესუსტებას ჰპირდებოდა.

კომენტარები