საქართველო-აშშ

რიჩარდ ნორლანდმა ბიძინა ივანიშვილს ბარაკ ობამას წერილი გადასცა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა, პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს, აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მილოცვის წერილი გადასცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა. 

რაც შეეხება წერილის შინაარსს, ნორლანდის თქმით, ,,სჯობს პრემიერს დარჩეს უფლება, წერილის შინაარსზე თავად ისაუბროს“.

რიჩარდ ნორლანდის თქმით, მან დღევანდელ შეხვედრაზე ახალ მთავრობას წარმატებები უსურვა და კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვისადმი. 

კომენტარები