შტეფან ფულე

შტეფან ფულე: ამ ყველაფერს დემოკრატიის ძლიერ ნიშნად ვაფასებ.

 ევროპის პარლამენტში საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ დებატები გაიმართა. ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასა და დემოკრატიის ძლიერი ნიშანი უწოდა.

„ მე ვამბობდი, რომ არჩევნების შემდეგ შესაძლებელი იყო, ან დემოკრატიულად შეცვლილი მთავრობა, ან ძლიერი, კონსტრუქციული ოპოზიცია. მაშინ არ ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი ერთად შესაძლებელი იქნებოდა “, - განაცხადა ფულემ.

ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ყურადღების მოდუნება ახლა არ შეიძლება და არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი საკითხები - შეკრების თავისუფლება, მედიის ხელმისაწვდომობა, კამპანიის დაფინანსება და ადმინისტრაციული რესურსი გამოყენება. 

ფულემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ყოფნისას ორივე მხარეს ესაუბრა, შეხვდა პრეზიდენტსაც და ივანიშვილსაც.  

„ საქართველოში ვიზიტის დროს მნიშვნელოვანი იყო ის, რაც მიხელ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილისგან მოვისმინე. ორივე მათგანი პოზიტიურად აფასებს მთავრობის მშვიდობიანად გადაბარებას. მე მოუწოდე ორივე მხარეს ეს დამოკიდებულება შეინარჩუნონ. მე მოხარული ვარ, რომ ევროკავშირს ჰქონდა შესაძლობა, წვლილი შეეტანა ამ არჩვენების ხარისხიანობაში მედიამონიტორგით, ხმების პარალელური დათვლით და სხვა ფორმებით ", - განაცხადა ფულემ. 

 

კომენტარები